ჩვენს შესახებ
კომპანია "კოპეშონი" დაფუძნებულია საქართველოში და აწარმოებს ბოსტნეულის ცუკატებსა და ნატურალურ ჩირებს.ცუკატირების ტექნოლოგია გულისხმობს შაქრის სიროპში დამუშავებული ბოსტნეულის შემდგომ გამოშრობას,რის შედეგადაც მიიღება 100% ნატურალური ნუგბარი. ნედლეულის თერმული დამუშავება და შემდგომი შრობა მიმდინარეობს ხარშვის პროცესის გარეშე და დაბალ ტემპერატურებზე. ეს კი საშუალებას იძლევა მაქსიმალურად შენარჩუნდეს ნედლეულის სასარგებლო თვისებების თითქმის სრული სპექტრი. ასევე გამოიყენება მცირე დოზით შაქარი და სხვადასხვა მცენარეული არომატიზატორები: ვანილი, დარიჩინი, მიხაკი, ილი, როზმარინი, ლიმონი.